გილოცავთ და მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა - სახდეპი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე
ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ამერიკა. სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ ევროპული ალიანსის გაფართოება ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას შეუწყობს ხელს.
ენტონი ბლინკენის უწყება საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ 26 ქვყენის თანხმობა საქართველოს, უკრაინა და მოლდოვას უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები და გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები.
ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირის გზაზე. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა და გააცნობიეროთ თქვენი დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი, -ნათქვამია განცხადებაში.