გილოცავთ ქართველ ხალხს! თქვენმა ევროპულმა სულმა ყველაფერი შეცვალა - კრამონი
საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში ულოცავს. ევროდეპუტატი წერს, რომ ქართველი ხალხის ევროპულმა სულმა ყველაფერი შეცვალა, თუმცა წინ ჯერ კიდევ გზაა გასავლელი.
გილოცავთ ქართველ ხალხს. თქვენ ეს შეძელით. თქვენმა ევროპულმა სულმა, თქვენმა ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი, ყველაფერი შეცვალა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გნახავთ ევროკავშირში, რომლის ნაწილიც ხართ", - წერს კრამონი სოციალურ ქსელ x-ში.
🇬🇪 Congratulations to the people of #Georgia. You did it. Your European spirit, your commitment to democracy and freedom made all the difference. There is still a way to go. I hope to see you soon in the EU 🇪🇺 where you belong.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) December 14, 2023
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი