გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი მესიჯია, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომ გააგრძელონ რეფორმები - ირლანდიის პრემიერი
გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი მესიჯია, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომ გააგრძელონ რეფორმები - ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ლეო ვარადკარმა ორბანზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას უნდა შერცხვეს ამ პოზიციის გამო, რადგან ეს აჩვენებს რომ მისი ამ გადაწყვეტილების უკან რუსეთი დგას.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის საქართველოს მიმართ ჩვენი მესიჯი არის ის, რომ მათ გააგრძელონ სვლა რეფორმების გზაზე, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ევროკავშირი არის ევროპულ ოჯახში შესვლა და ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება, ამას წლები სჭირდება. ყველა ეს ქვეყანა ამ გზას დაადგა და ჩვენ მათ მივესალმებით. რაც შეეხება ორბანს, მას უნდა შერცხვეს ამ პოზიციის გამო. ეს პოზიცია აჩვენებს რომ მისი ამ გადაწყვეტილების უკან რუსეთი დგას", - განაცხადა ირლანდიის პრემიერმა.
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. საქართველოოს ევროპული სტატუსი მიენიჭა. დღეიდან ქვეყანა ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. ნაბიჯი წინ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ არის გადადგმული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ისტორიიული გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს. დაძაბული და მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ, ერთობა მაინც შედგა. ევროკავშირის კარი გაიხსნა უკრიანისთვის და მოლდოვასთვის. ყველას მინუს ორბანი. უნგრეთის პრემიერი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ კულისებში გავიდა.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი