რა ნაბიჯები უნდა გადადგას სააქართველომ EU-თან მოლაპარაკებების გასახსნელად?

15.12.23 11:46
რა ნაბიჯები უნდა გადადგას სააქართველომ EU-თან მოლაპარაკებების გასახსნელად?

რა ნაბიჯები უნდა გადადგას სააქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნას?  პირველი რიგის ამოცანაა, შესრულდეს ევროკომისიის ცხრა დათქმა. მათ შორის, საჭიროა დეოლიგარქიზაცია, ბრძოლა დეზინფორმაციასთან და ადამიანების უფლებების სრულყოფილად დაცვა. თუ  დათქმებიი შესრულდება, მაშინ მომავალი წლის შემოდგომაზე, უკრაინას და მოლდოვას დავეწევით და წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განაცხადს გავაკეთებთ.  

პრაქტიკით დადგენილია, რომ მოლაპარაკებების დაწყება ყველაზე რთული და გრძელვადიანი პროცესია. ქვეყანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უნდა დაარმწუნოს, რომ ალიანის წევრობისთვის მზად არის. ამისთვის კი საჭიროა, პირველ რიგში, სასამართლო სისტემა იყოს გამართული და მოქალაქეების უფლებები დაცული.

ის, რომ საქართველოს წინ რთული გზა აქვს გასავლელი, საგარეო საქმეთა მინისტრიც აღიარებს. 

რეფორმების თვალსაზრისით არაფერი იცვლება. ჩვენ გვაქვს შეთანხმებული დღის წესრიგი ევროკომისიასთან თუ როგორ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის რეკომენდაცია ბოლომდე იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს სჭირდება კვე რალურ სივრცეში გადმოტანა და კანონის აღსრულება. ჩვენ არ გვეშინია საშინაო დავალებბის შესრულების, რადგან გვჯერა, რომ რეფორმები ჩვენი ქვეყნისთვის ერთის მხრივ აუცილებელია, მეორეს მხრივ, სავალდებული ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის, - ამბობს ილია დარჩიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამადიდებელი შუშით დააკვირდება საქართელოში მოახლოებულ გადაწმყვეტ არჩევნებს, რაც 9 დათქმის ძირითადი მოთხოვნაა. დატქმებს შორისაა ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, თავისუფალი სასამართლო, დეპოლარიზაცია, ზედამხვედლობის გაძლიერება. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს უ არა ქვეყანა მომდევნო ეტაპზე გადასვლას. 

თუ ჩვენ არ გვექნება პროგრესი, ეს ნიშნვას, რომ ჩვენ ნელ-ნელა კვლავაც გადავცურდებით რუსულ ორბიტაში. ანუ კანდიდატის სტატუსი არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ საქართველო გახდება წევრი. ეს არის გარანტია იმის, რომ თუ საქართველო შეასრულებს დათქმებს და გადადგამს სწორ ნაბიჯებს, რაღაც პერიოდის შემდეგ ის უახლოვდება წევრობას,ა მიტომ მთავარი საქმე ახლა გვაქვს გასაკეთებელი და მთავარია, რომ დიდი გაფართოების ნაწილი გავხდეთ და არ დავიძნოთ, - ამბობს ექსპერტი გიორგი რუხაძე. 

მსგავსი სიახლეები