ეს ისტორიული დღეც სწორედ PR ტექნოლოგიური მიზნებისთვის არის გამოყენებული - "საქართველოსთვის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
კალაძის წლიური ანგარიში - საკრებულოს სხდომა პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა დატოვეს.
დეპუტატების თქმით, საკრებულოს სხდომის დანიშვნა 15 დეკემბერს, მაშინ, როცა მთელი საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს, კალაძის მხრიდან PR სვლაა.
მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის სამწუხაროდ, აქ ჩანს, რომ ეს ისტორიული დღეც სწორედ PR ტექნოლოგიური მიზნებისთვის არის გამოყენებული და ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აქვს სურვილი ამ PR ტექნოლოგიური სვლის მონაწილე იყოს, იმიტომ, რომ დღეს საზეიმო დღეა, გილოცავთ ამ დღეს. ჩვენ არ გვსურს ამ პროცესში მონაწილეობა და პროტესტის ნიშნად უბრალოდ ვტოვებთ ამ სხდომას და ბატონ მერს მოვუწოდებთ, რომ თუ მას აქვს სურვილი ნამდვილად კრიტიკული კითხვები მოისმინოს, მათ შორის ჩვენი გუნდისგან და მათ შორის მისი მერობის შეფასებები მოისმინოს, სხვა დროს მობრძანდეს საკრებულოში. ჩვენს ადგილებზე კი იმის ნიშნად, რომ ჩვენი გუნდის მისწრაფება არის ევროპა და ევროკავშირი და ეს არის საქართველოს უალტერნატივო მომვალი, ეს დროშა აქ იქნება," - ამბობს გიორგი შარაშიძე.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი