საცობის ქალაქად ქცეული თბილისი, ურბანული გენოციდი - კალაძე საკრებულოშია

15.12.23 11:50
საცობის ქალაქად ქცეული თბილისი, ურბანული გენოციდი - კალაძე საკრებულოშია

კახა კალაძე საკრებულოშია. თბილისის მერი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით მივიდა. დიდი ალბათობით, სხდომა ხმაურიანი იქნება. 

უკვე ერთი წელია, ოპოზიცია კალაძეს იბარებს, თუმცა ამ დრომდე მერმა ვერც ერთი წუთი გამონახა საკრებულოში მისასვლელად. ერთი წლის განმავლობაში, მწვავე კითხვებია დაგროვილი. 

ოპოზიციას აინტერესებს, როგორ იქცა თბილისი საცობების ქალაქად, რატომ არ წყდება ურბანული გენოციდი და "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენებისთვის სამშენებლო ნებართვების გაცემა.

ცალკე ყურადღება დაეთმობაა ვაკის პარკისს ტრაგედიას, რომელშიც თბილისის მერიას საკუთარი პასუხისმგებლობა  ეკისრება.

ჩვენი კითხვები შეეხება იმ შეუსრულებელ დაპირებებს, რომელიც მრავლად არის გაცემული და რასაკვირველია, შეეხება სატრანსპორტო საკითხებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მწვავე და მტკივნეული თემა,“ - ამბობს საბა ბუაძე.

რიტორიკული შეკითხვა: კიდევ თვლის თუ არა მერი, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის არაფრისმომცემი და ხომ არ ფიქრობს, რომ არაფრისმომცემი სტატუსი კი არა თავისი მერობაა,“ - ამბობს ნინო წულაძე.

მსგავსი სიახლეები