ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ - მაჭარაშვილი

15.12.23 12:34
ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ - მაჭარაშვილი

"დღეს ისეთი დღეა, რა თქმა უნდა, ვერავის დავუშლით ამ ზეიმს, თუმცა ყველამ კარგად იცის, ვინ რა როლი შეასრულა ამ ისტორიული გამარჯვების დღის მოტანაში," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და რუსული კანონის ავტორი გურამ მაჭარაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, "ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ".

ბუნებრივია, რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, როგორც რიგითი მოქალაქე ყველა უნდა ზეიმობდეს ამას, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა ნირწამხდარი, თითქმის ათი წლის დაბერებული სახით, თითქოს რომ ულოცავენ ქვეყანას, არ არის კარგი. ასე რომ, დღეს მაინც გაიღიმეთ, მეგობრებო. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები