დღეს ბევრი მნიშვნელოვანი თარიღია - სტატუსის მონიჭება, ნაძვის ხის ანთება - ზარქუა
"დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვევა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კანდიდატის მონიჭების დღე. ეს ერთი, მეორე - ნაძვის ხის ანთება, საახალწლო განწყობა, ხოლო ეს ხელმოცარულები [ოპოზიცია] უნდა იყვნენ ცალკე, პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აკეთებს.
ზარქუა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი არ არის იმ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი.
დღეს კიდევ ერთხელ ვზეიმობთ მთელი საქართველო და ჩვენი ქვეყნის მეგობრები ერთად ვზეიმობთ საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ეს მარტივად არ მოგვიპოვებია, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ყველა სამინისტროს მინდა მადლობა ვუთხრა, პრემიერმინისტრს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის ცალკეულ სტრუქტურებს, კომიტეტებს, რომლებმაც შეძლეს დაუწერინებიათ, რომ დიახ, საქართველო არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენ გავიმარჯვეთ და სამართლიანობამ გაიმარჯვა.
დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვევა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კანდიდატის მონიჭების დღე. ეს ერთი, მეორე - ნაძვის ხის ანთება, საახალწლო განწყობა, ხოლო ეს ხელმოცარულები [ოპოზიცია] უნდა იყვნენ ცალკე, პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. იმათი ადგილი არის სწორედ მანდ, არა რუსთაველზე, საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზე," - განაცხადა ზარქუამ.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი