"პირველების" ექსკლუზივი: ვიქტორ ორბანის პირველი კომენტარი

15.12.23 13:00
"პირველების" ექსკლუზივი: ვიქტორ ორბანის პირველი კომენტარი

 

 

 

პირველად "პირველებთან", ევროკავშირის გადწყვეტილების შემდეგ ვიქტორ ორბანის პირველი კომენტარი. რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში, "პირველების" ჟურნალისტი ინა ცარციძე უნგრეთის პრემიერს ესაუბრა. ეს არის პირველი კომენტარი და პირველი განმარტება მას შემდეგ რაც, ორბანის თანხმობის გარეშე, ევროპელმა ლიდერებმა უკრინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ევროპელი ლიდერი, რომლის კომენტარზეც ახლა მთელი მსოფლიო ნადირობს, პირველად ინა ცარციძემ ჩაწერა და მისგან პეროსნალური მილოცვა მიიღო. 

ორბანი ისევ იმუქრება და ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება არასწორია და ამბობს, რომ ამის შეჩერება მოგვიანებით შეუძლია.

მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით მოუმწიფებელა და ისინი არ არიან მზად ამისთვის. ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. 8 საათის განმავლობაში მათ  ვარწმუნებდი, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ მათ დაიჟინეს. თუ ჩემზეა ამ პროცესის შეჩერება, ამას მოგვიანებითაც გავაკეთებდი. მათ ვუთხარი, ახლა მოგცემთ ამის უფლებას, მაგრამ ეს არ იქნება სწორი, ამიტომაც დავტოვე ოთახი", - განუცხადა ორბანმა "პირველებს".

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. საქართველოოს ევროპული სტატუსი მიენიჭა. დღეიდან ქვეყანა ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. ნაბიჯი წინ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ არის გადადგმული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 
ისტორიიული გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს. დაძაბული და მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ, ერთობა მაინც შედგა. ევროკავშირის კარი გაიხსნა უკრიანისთვის და მოლდოვასთვის. ყველას მინუს ორბანი. უნგრეთის პრემიერი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ კულისებში გავიდა.    

მსგავსი სიახლეები