ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება - ფავლენიშვილი

15.12.23 12:55
ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება - ფავლენიშვილი

“ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს,” - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

ფავლენიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა, არა მხოლოდ ბოლო საუკუნეების, ბოლო წლების, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და გადამწყვეტი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ გვახსოვს საბოტაჟის არაერთი ფაქტი მათ შორის გადამწყვეტი საბოტაჟის აქტი წითელ ხაზს გადავიდა „რუსული ოცნება“ მარტის დღეებში თუმცა ,მაშინაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.
თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანად გავხდეთ წევრები და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც მუდმივად ახდენს ამ დათქმების, რეკომენდაციების საბოტაჟს, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და მათ შორის იმეორებს კრემლის რიტორიკას და ნარატივებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები