საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მაგიდებზე - რას ამბობს ოპოზიცია

15.12.23 13:17
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მაგიდებზე - რას ამბობს ოპოზიცია

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების მაგიდებზე - ოპოზიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ.

ოპოზიციისთვის მიუღებელია მმართველი ძალის გადაწყვეტილება, რომ ისტორიულ დღეს კვლავ პოლარიზაცია შეეტანა პარლამენტში.

ის, რომ მათ არ ეყოთ გემოვნება პოლიტიკური, რომ დღევანდელი დღე არ გადაექციათ ისევ პოლარიზაციის დღის წესრიგად, აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანები რეალურად, არათუ მათი დამსახურება არ არის არანაირი რომ ჩვენ ევროპული დღის წესრიგით წინ წავედით, არ ესმით საერთოდ, რას ნიშნავს ევროკავშირი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და არც დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა ცხადია, არ ესმით,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ყველა ერთად შეგვეძლო, ვყოფილიყავით, თუმცა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს პარლამენტის გადაწყვეტილება არ იყო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე დაყოფა-დახლეჩვა, რაც მათ სჩვევიათ ხოლმე და რაღაცნაირი დამოკიდებულება, არის ალბათ, გემოვნების ამბავიც და მიდგომაც. კარგი იქნებოდა, მთლიანი ოპოზიცია და უმრავლესობა ერთი განწყობა დაეფიქსირებინათ, დროშები იქაც და აქაც ყოფილიყო, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია, რა ვქნათ, ასეთები არიან, ვერ შევცვლით, უნდა შევცვალოთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ძალიან მდაბიო საქციელი იყო, თუმცა დღეს არის იმდენად მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე, რომ სხვა საკითხი არის მეასეხარისხოვანი. მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიუხედავად რუსული ოცნების ბევრი მცდელობისა, რომ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არის საქართველოს მოქალაქეების დამსახურება და ეს ასევე უნდა იყოს მთავარი მოტივაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 2024 წელს ჩვენ შევცვალოთ რუსული ოცნება,“ - ამბობს ანა წითლიძე.

 

მსგავსი სიახლეები