ჭიჭე, ხაბე, სალომე, მოდით, მიგიღებთ! - ზარქუა სახალხო ზეიმზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა აუცილებელი არ არის. ამასთან, ზარქუა ზურაბიშვილს, გიორგი ვაშაძეს და ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებს, გავიდნენ რუსთაველზე, რადგან მისი მტკიცებით, ეს გამარჯვება "ოცნებამ" მათთვისაც მოიპოვა.
ტრიბუნაზე ასვლა, არ მგონია, აუცილებელი. პრეზიდენტს გუშინ ხომ ჰქონდა მიღება? ხომ იყავით ყველა ერთად? ხომ იზეიმეთ? რაც ილაპარაკა პრეზიდედნტმა მთელი ამ წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მემგონი, საკმარისია, მეტი არაა საჭირო. ჭიჭე, მოდი, ცალკე ნუ აღნიშნავ, მოდი, მიგიღებთ! ქართველი ხალხი მიგიღებთ! აღნიშნე რუსთაველზე, გამოდი, ეს ზეიმის შენთვისაც არის და შენი შვილებისთვისაც მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ხაბე სად არის? გადამალეს. მოდი, ბიჭო, გამოდი. ჩემი სალომე არ უნდა დაგავიწყდეთ! მოდით, გამოდით, ერთად ვიზეიმოთ!, - ამბობს ზარქუა.
დღეს რუსთაველის გამზირზე კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლება საზეიმო ღონისძიებას მართავს. ადგილზე მისვლას გეგმავს პრეზიდენტიც. სახალხო ზეიმობს ოპოზიციაც შეუერთდება, თუმცა იქ არ მივლენ "ენმ" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ისინი გეგმავენ, ისტორიული გააწყვეტილება ცალკე იზეიმონ.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი