ბატონო კახა, თუ გულწრფელად გვილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ფურცლიდან წაკითხვა რაში დაგჭირდათ? - ცოტნე კობერიძე

15.12.23 13:29
ბატონო კახა, თუ გულწრფელად გვილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ფურცლიდან წაკითხვა რაში დაგჭირდათ? - ცოტნე კობერიძე

"ბატონო კახა, თუ გულწრფელად გვილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ფურცლიდან წაკითხვა რაში დაგჭირდათ? " - ამ კითხვით მიმართა "გირჩი - მეტი თავისუფლების" დეპუტატმა ცოტნე კობერიძემ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნით მისულ თბილისის მერს.

კობერიძე დაინტერესდა, ისევ თვლის თუ არა კახა კალაძე, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს.

დედას ვფიცავარ, ყველაფერი კითხვა იქნება და არ გამაწყვეტინოთ, რაც არ უნდა მოგეწონოთ. ვუსმინე ბატონ კახას და მაინტერესებს, ბატონო კახა, თუ გულწრფელად გვილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ფურცლიდან წაკითხვა რაში დაგჭირდათ? ეს რომ მოგვილოცავთ ამ ნაწილში, საინტერესოა, ისევ ჩალის ფასად თვლით თუ არა კანდიდატის სტატუსს, თუ არ არის ჩალის ფასი.
თუ ჩახვალთ მეტროში და თუ ნახავთ, რომ ეპატიჟებით ხალხს მეტროში, იქ რა მდგომარეობაა?“ - მიმართა ცოტნე კობერიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები