მოგილოცოთ თუ მოგისამძიმროთ? - მაჭარაშვილის ირონიული კითხვა გოცირიძეს

15.12.23 13:31
მოგილოცოთ თუ მოგისამძიმროთ? - მაჭარაშვილის ირონიული კითხვა გოცირიძეს

მოგილოცოთ თუ მოგისამძიმროთ? - ამ ცინიკური კითხვით მიმართა დღეს "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს რომან გოცირიძეს. საქმე ეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

"ძალიან გწყინთ, რომ თქვენი მატარებელი ასცდა რუსეთის გზას", - უთხრა გოცირიძემ მაჭარაშვილს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტთან გამართულ სახალხო ზეიმს იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ხელისუფლება ბოდიშს მოუხდის და პერსონალურად დაპატიჟებს ღონისძიებაზე იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის იბრძოდნენ. 

მივალ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება" ბოდიშს მოუხდის იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რომლებიც დაარბიეს პარლამენტის წინ, წყალი მიუშვეს და ის ადამიანები უნდა დაპატიჟოს მთავრობას პერსონალურად. ბოდიშის მოხდისა და პერსონალური მიწვევის შემდეგ შესაძლებელია, რომ პირადად მეც ვიყო იქ, - ამბოლბს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები