ცენზურა თბილისის საკრებულოში - კახა კალაძეს კრიტიკულ კითხვებს არ ასმენინებენ

15.12.23 13:35
ცენზურა თბილისის საკრებულოში - კახა კალაძეს კრიტიკულ კითხვებს არ ასმენინებენ

ცენზურა თბილისის საკრებულოში - კახა კალაძეს კრიტიკულ კითხვებს არ ასმენინებენ. დედაქალაქის მერი, რომელიც საკრებულოში წლიური ანგარიშით მივიდა, ოპოზიციის მოსმენის სურვილს თავადაც არ გამოთქვას. როგორც კი ვინმეე კრიტიკუად იწყებს საუბარს, სხდომის თავმჯდომარე მიკროფონს თიშავს.

ოპოზიციას აინტერესებს განმარტებების მოსმენა სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ.

აი, ეს არის ის, რაც მოხდა ეკლესიასთან, თქვენი დაპირების მიუხედავად, რომ იქ არაფერი არ ხდებოდა, მცირე მასშტაბის ორ-სამ სართულიანი ტერასული სართულის მშენებლობა მიმდინარეობდა. იცით, რომ ამ კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში თქვენს მოადგილეს, ბატონ ბენდელიანს 175 დოლარად აქვს ნაყიდი ვაკეში უძრავი ქონება. იცით, თუ არა, რომ ამ მიხეილ კუჭავას მიერ აშენებულ სხვა კომპანიებში აქვთ მისი ოჯახის წევრებს სასაცილო ფასად უძრავი ქონება ნაყიდი. ცენზურა უბრალოდ უხერხულია და თუ გეშინიათ კითხვების მოსმენით, ბატონი კახი, სულ ნუ მოხვალთ. თქვენი უმრავლესობის დეპუტატმა წყნეთში მუნიციპალურ მიწაზე რომ აიშენა სახლი, იცით?“ - ამბობს საბა ბუაძე.

რომ არა კორუფცია, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა თაღლითი თქვენი მეგობრის... - გაუთიშეს ამ სიტყვების დროს ლილე ლიპარტელიანს მიკროფონი.

დაგერწმუნებინათ მოქალაქეები, რომ ეს პროექტები არის სარგებლიანი ქალაქისთვის და არა კონკრეტული პარტიისთვის,“ - ამ დროს გაუთიშეს ანა გოგოლაძეს მიკროფონი.
 

მსგავსი სიახლეები