"მთავარი ხაზი გადამწყვეტ არჩევნებზე გავა" - მესამე სექტორი EU-ში გაწევრიანებაზე

15.12.23 13:48
"მთავარი ხაზი გადამწყვეტ არჩევნებზე გავა" - მესამე სექტორი EU-ში გაწევრიანებაზე

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოლაპარაკების  ფანჯარა ჩვენი ქვეყისთვისაც გაიხსნას? მესამე სექტორი ევროკომისიის დათქმების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ გადამწყვეტი როლი მოახლოებულ არჩევნებს ექნება. მისი თქმით, სწორედ არჩევნებია ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმის, ემოკრატიის რა ხარისხია ქვეყანაში. 

მომავალ წელსაც იქნება ნაბიჯები, იქნება დათქმები, იქნება რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გვექნება შესასრულებელი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვექნება არჩევნები და ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო გარემო და როგორი იქნება არჩევნების დღე. საერთო ჯამში, როგორ არჩევნებს ჩაატარებს საქართველო, იმიტომ, რომ ზუსტად არჩევნების დროს ჩანს ხოლმე რა ტიპის დემოკრატიის ხარისხია ქვეყანაში  და ზოგადად, რა სურვილები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, - ამბობს ეკა გიგაური.

დათქმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავსირის წევრი სახელმწიფო, რათა ყველანაირ საგარეო საფთხისგან ვიყოთ დაცულები. 

ამისთვის ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ძალიან ნათელი გზამკვლევი, რომელიც ევროკავშირმა და ევროკომისიამ თავად დაგვიწესა გასულ წელს და ეს არის ის 9 დათქმა, რომელიც საქართველოს ექნება შესასრულებელი იმისათვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებები გაგრძელდეს უკვე და დავეწიოთ ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას და უკვე ისევ ერტად ტრიომ გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ. ამიტომ, ეს სივრცეა, რომელშიც გავაგრძელებთ ცხოვრებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახლა იმისთვის, რომ მალე აღმოვჩნეთ უკვე წევრი სახელმწიფო, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ყველა ტიპის საფრთხე, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს, მათ შორის, რუსეთისგან, - ამბობს ნინო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები