ჩვენ დავდექით ორ ფეხზე... როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების მიზანი და სურვილი - კობახიძე
"თქვენ გახსოვთ ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, ხომ? ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.
კობახიძე თავს ესხმის გიორგი ბურჯანაძეს და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
თქვენ გახსოვთ ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, ხომ? კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს მთლიანად კოლექტიურ ნაცმოძრაობას. საქართველოში ეს იყო კონკრეტული ადამიანი... ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას. ეს არის ჩვენი ამოცანა....[გიორგი ბურჯანაძემ] გაახმოვანა კოლექტიური ნაცმოძრაობის და მათი პატრონების გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავდგებოდით ცალ ფეხზე. იმიტომ, რომ, როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების მიზანი და სურვილი," - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი