ყურები არ ჩამოყარონ, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება, გაუმართლოთ სხვა საქმეში - კობახიძე ოპოზიციაზე
ოპოზიციას ვურჩევ, ყურები არ ჩამოყარონ, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება, გაუმართლოთ სხვა საქმეში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მხოლოდ მმართველი გუნდის მხარეს დალაგებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ უმრავლესობის პოლიტიკური აქტი იყო და რომ ოპოზიციასაც შეეძლო იგივე ექნა.
„ეს გააკეთა ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური აქტი. ოპოზიციას შეეძლო, გაეკეთებინა იგივე. მათ შეეძლოთ, მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს, რატომ? იმიტომ, რომ დღეს ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი. ზოგადად, ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება, გაუმართლოთ სხვა საქმეში“, – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი