პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა... მსგავს ახალ წევრებს, ფაქტობრივად, ამ კავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ - პესკოვი

15.12.23 14:36
პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა... მსგავს ახალ წევრებს, ფაქტობრივად, ამ კავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ - პესკოვი

"აბსოლუტურად პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა. ევროკავშირი ამით ამ ქვეყნების მხარდაჭერის დემონსტრირებას ცდილობს. უეჭველია, მსგავს ახალ წევრებს, ფაქტობრივად, ამ კავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ," - ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აკეთებს.

პესკოვი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიზირებულად თვლის. პესკოვი ამბობს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევრიკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში "ამ კავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ". 

პესკოვი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიენება, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით, შეიძლება ათწლეულობით გაიწელოს. აქვე ამბობს, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შესაძლოა გაგრძელდეს წლობით და ათწლეულობით, ეს პირველი. ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად და მოცემულ ვითარებაში, არც უკრაინა და არც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან. ევროკავშირი ისედაც არ არის თავისი არსებობის ისტორიის საუკეთესო პერიოდში, როგორც ამ კავშირის ფუნქციონირების თვალსაზრისით, ასევე   ეკონომიკური მდგომარეობით და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ეს აბსოლუტურად პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა. ევროკავშირი ამით ამ ქვეყნების მხარდაჭერის დემონსტრირებას ცდილობს. უეჭველია, მსგავს ახალ წევრებს, ფაქტობრივად, ამ კავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ და რადგან ჩვენ ევროკავშირთან ერთად ერთ კონტინენტზე ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ინტერესით ვაკვირდებით," - ამბობს პესკოვი.

მსგავსი სიახლეები