მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება - სააკაშვილი
"მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის," - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ "ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს."
მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს.
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.
ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის," - ამბობს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი