დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისთვის? - როგორ ხსნის "ოცნება" დარბაზის ორად გაყოფას
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისთვის - როგორ ხსნის "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას? - მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ დროშები სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მაგიდებთან არა პარლამენტის აპარატმა, არამედ ფრაქციის წევრებმა მიიტანეს.
ამ გზით ცდილობენ ახსნან "ოცნების" დეპუტატებმა საზეიმოდ ატრიბუტიკის მხოლოდ ერთ მხარეს დადება სხდომათა დარბაზში.
"ქართული ოცნების" ფრაქციის წარმომადგენლები ნაცებს ხომ არ დაულაგებდნენ დროშებს ევროკავშირის? ხალხის ძალას თავის ფრაქციამ დაულაგა, ერთად მოვიფიქრეთ და ერთად შევთანხმდით. თავისი პოლიტიკური ჯგუფის აპარატის წარმომადგენლებმა, ზოგმა თავის ხელით ჩამოიტანა და ასე დალაგდა, უმრავლესობის შიგნით მოვიფიქრეთ. ახლა ამ ტექნიკურ დონეზე ჩავდივართ - ვინ დადო დროშა. სახელებს და გვარებს დაგისახელებთ ჩემი ფრაქციის წარმომადგენლების. აქ რომ დაწვრილმანდით და სალომე სამადაშვილი გოიმებს გვეძახის, წლის ამბავია, წლის პრეცენდენტია, სალომე რომ გვეძახის გოიმებს, მეორედ მოსვლაა,“ - ამბობს მდინარაძე.
ჩვენმა ფრაქციამ მოიტანა ეს დროშები, ასე, რომ თუ ვინმეს - სხვა ფრაქციებს უნდოდათ ამის გაკეთება, შეეძლოთ დაეორგანიზებინათ და მოეტანათ დროშები, როგორც სხვა შემთხვევებში აკეთებდნენ ხოლმე თვითონაც. ამიტომ ეს იყო ჩვენი ფრაქციის აპარატის დაორგანიზებული, პარლამენტი არაფერ შუაში არ არის,“ - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი