რუსეთის დროშა აკლდა "ქართული ოცნების" პერფორმანსს - გოცირიძე

15.12.23 15:13
რუსეთის დროშა აკლდა "ქართული ოცნების" პერფორმანსს - გოცირიძე

"უხერხული იყო, მეორე ფლანგზე არცერთი დროშა არ დადგეს", - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროკავშირისა და საქართველოს დროშების მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მაგიდებზე დალაგებას. 

გოცირიძის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ "ოცნების" ზეიმი ნაძალადევია. 

ამ ნაძალადევი ზეიმის დემონსტრირება, ვითომ უხაროდათ, სელფებს იღებდნენ, დროშები მოიტანეს საქართველოსა და ევროკავშირის, ოღონდ მათ ფლანგზე დაალაგეს. უნდა გაირკვეს, ეს ბიუჯეტით ნაყიდია, პარლამენტის მიერ შეძენილი თუ პარტიული სახსრებით, საერთოდ უხერხული იყო, მეორე ფლანგზე არცერთი დროშა არ დადგეს. უფრო ობიექტური იქნებოდა, რომ მესამე დროშაც მიედგათ, რუსეთის დროშა აკლდა ქართული ოცნების პერფორმანსს,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები