"ოცნების" პირობებში ქვეყნის ევროინტეგრაცია ადვილი არ იქნება - ექსპერტები
როგორ უნდა გააგრძელოს საქართველომ გზა ევროკავშირისკენ? ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში ქვეყნის ევროინტეგრაციის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი ბათუ ქუთელია პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" 9 დათქმის შესრულება ძალაუფლების დათმობას ნიშნავს, რასაც ისინი არ გააკეთებენ. ქუთელია რუსეთის მხრიდან არც რაიმე სახის პროვოკაციებს გამორიცხავს.
ევროკავშირი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მზად არიან, მაქსიმალურად დაგვეხმარონ ამ გზის სწრაფად გავლაში, მაგრამ აქ პრობლემაა პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს გზა ადვილი გასავლელი იყოს, იმიტომ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადასადგმელი ნაბიჯები ნიშნავს მათი ძალაუფლების დაკარგვას ანუ პატიოსანი არჩევნების ჩატარებას, რომელშიც ისინი დამარცხდებიან. რუსული გავლენა იმდენად გაიზრდა დღეს საქართველოში, რომ მათ ამ პროცესის საბოტაჟი შეუძლიათ განახორციელონ და ამ საბოტაჟისთვის ჰყავთ მოკავშირე ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და ასეთი ტიპის ავტორიტარული მმართელები ძალიან ადვილი სამართავია რუსეისთვის თავისი ინტერესებისთვის, - ამბობს ბათუ ქუთელია.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ჯერ პრობლემის არსებობა უნდა აღიაროს, რადგან ამის გარეშე პრობლემის გადაჭრა ვერ მოხდება.
პრობლემების აღიარებით იწყება პრობლემების გადაჭრა, ამიტომ ჩვენ უნა ველოდოთ მომდევნო პერიოდში, მათ შპრის, ხელისუფლებისგან ნათელ პასუხს, აღიარებს თუ არა იმ საკითხებს, როგორც პრობლემურს, რაც მოცემულია 9 ნაბიჯში და შემდგომ უნდა მოვისმინოთ რის გაკეტებას აპირებს, იმიტომ, რომ ეს 9 ნაბიჯი ხელისუფლებას მათ შორის სთხოვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში, რასაც ხელისუფლება არა თუ აკეთებს, არამედ ამის საპირისპიროდ მოქმედებს და მიმართავს ხოლმე რუსულ დეზინფორმაციას, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი