"სლოგანი მინდა შემოგთავაზოთ - თბილისი, ბეტონის და საცობების დედაქალაქი" - ლიპარტელიანი კალაძეს

15.12.23 15:45
"სლოგანი მინდა შემოგთავაზოთ - თბილისი, ბეტონის და საცობების დედაქალაქი" - ლიპარტელიანი კალაძეს

"სლოგანი მინდა შემოგთავაზოთ - თბილისი, ბეტონის და საცობების დედაქალაქი, - შეგიძლიათ ამაყად დააწეროთ ნაძვის ხეს," - ამ სიტყვებით მიმართა ლილე ლიპარტელიანმა თბილისის მერს, რომელიც საკრებულოში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

თქვენს ოფისში გავრცელდა ფოტოები და ირაკლი კობახიძეს სახე ჩამოსტიროდა იმ ფოტოებში. რომ არა კორუფცია, ვერაფრით ვერ იქნებოდა ლაგუნა ვერე, ბიძინა ივანიშვილის მშენებლობა. სლოგანები გიყვართ და სლოგანი მინდა შემოგთავაზოთ - თბილისი, ბეტონის და საცობების დედაქალაქი, - შეგიძლიათ ამაყად დააწეროთ ნაძვის ხეს,“ - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა კალაძეს.

რამდენი წელია, საკრებულოს წევრი ბრძანდებით, მე-5? ამდენი სისულელე ერთად არ გითქვამთ, რაც ახლა თქვით, გულწრფელად გეუბნებით, ვნატრობდი, ერთი მეტეორი მეთქი,“ - უპასუხა კალაძე.

მსგავსი სიახლეები