ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას და წინ დიდი გამარჯვებაა - ხაბეიშვილი
„ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუსულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას და წინ დიდი გამარჯვებაა," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
ხაბეიშვილის თქმით, ქართველი ხალხი დაწინაურდა "ოცნებასთან" ბრძოლაში.
ქართველი ხალხი ერთი ნულით დაწინაურდა „რუსულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა - ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, სადაც უნდა ეს სტატუსი იქ წაიღონ და თუ არ მოგვცემენ თავისთვის დაიტოვონ. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს ერთით ნულს და წინ დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი