ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

15.12.23 16:17
ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩია. 

კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე, 6 წლით, დავით ნარმანიას კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად,  ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.  კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის. " აცხადებს სემეკი.

მსგავსი სიახლეები