თავს თუ შეიკავებს ტრიბუნის დაკავებისგან, კარგი იქნება - ვიქტორ სანიკიძე პრეზიდენტზე

15.12.23 17:23
თავს თუ შეიკავებს ტრიბუნის დაკავებისგან, კარგი იქნება - ვიქტორ სანიკიძე პრეზიდენტზე

"ოცნების" წევრი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ დღევანდელ ზეიმზე, სალომე ზურაბიშვილმა ტრიბუნის დაკავებისგან თავი უდნა შეიკავოს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

ყველას გილოცავთ, მთელი ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩვენი მოსახლეობსი და ძალიან დიდი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არ ვიცი, არ მაქვს იმის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, დღეს სალომე ზურაბშვილი დადგება თუ არა ხელისუფლების გვერდით. ძალიან კარგია, თუ აღნიშნავს ამ წარმატებას. გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი საოცარ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, ალბათ თავს თუ შეიკავებს ტრიბუნის დაკავებისგან კარგი იქნება", - ამბობს ვიქტორ სანიკიძე.

ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს. ყურადღების ცენტრშია თბილისი და თავისუფლების მოედანი. ისტორიის ახალი ფურცლის წერა უკვე დაწყებულია. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებშიც მოქალაქეები იკრიბებიან. ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს, ქუჩიდან ასობით ადამიანიი აღნიშნავს. უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში  გვერდიგვერდ იდგებიან მთავრობა, ხელისუფლება, პრეზიდენტი და ოპოზიცია. დღეს დიდი ერთობის დღეა. ქართველები ევროპას კიდევ ერთხელ უჩვენებენ, რომ მონდობენის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში ყოფნას იმსახურებს. 

მსგავსი სიახლეები