ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს - რა ხდება თავისუფლების მოედანზე

15.12.23 17:11
ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს - რა ხდება თავისუფლების მოედანზე

ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს. ყურადღების ცენტრშია თბილისი და თავისუფლების მოედანი. ისტორიის ახალი ფურცლის წერა უკვე დაწყებულია.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებში მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან. ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს, ქუჩიდან ასობით ადამიანიი აღნიშნავს. უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში გვერდიგვერდ იდგებიან მთავრობა, ხელისუფლება, პრეზიდენტი და ოპოზიცია. დღეს დიდი ერთობის დღეა.

ქართველები ევროპას კიდევ ერთხელ უჩვენებენ, რომ მონდობენის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში ყოფნას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები