"ოცნება", რომელიც დასავლეთის ლანძღვით იყო დაკავებული, იძულებული გახდა დღეს ეზეიმა - ნაცვლიშვილი

15.12.23 17:25
"ოცნება", რომელიც დასავლეთის ლანძღვით იყო დაკავებული, იძულებული გახდა დღეს ეზეიმა - ნაცვლიშვილი

"ოცნება", რომელიც დასავლეთის ლანძღვით იყო დაკავებული, იძულებული გახდა დღეს ეზეიმა, იმიტომ, რომ ხალხის ნება არის ასეთი - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიებაზე მისულმა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, გუშინდელი ევროსაბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მიუხედავად წინააღმდეგობისა, იყო დიპლომატიის და პოლიტიკის მასტერკლასი.

ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს აქვთ სიხარულის განცდა და იმედის იმპულსი, ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება. ვულოცავ საქართველოს და ვულოცავ ევროპას. გუშინდელი გადაწყვეტილება, მიუხედავად წინააღმდეგობისა, იყო დიპლომატიის და პოლიტიკის მასტერკლასი, რომ ვერ დაიბლოკა გადაწყვეტილება. ახლა რაც არის მთავარი, რომ ჩვენ სწრაფად გავაგრძელოთ სვლა, იმიტომ, რომ საბოლოო მიზანი არის დროზე გავხდეთ სრულუწლებიანი წევრი.

ოცნება, რომელიც თვეების განმავლობაში დასავლეთის ლანძღვით იყო დაკავებული, იძულებული გახდა ეზეიმა დღეს და ეს ღონისძიება მოეწყო, იმიტომ, რომ ხალხის ნება არის ასეთი", - ამბობს ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები