პრეზიდენტი სახალხო ზეიმს შეუერთდა - პრეზიდენტის კომენტარი "პირველებთან"

15.12.23 17:33
პრეზიდენტი სახალხო ზეიმს შეუერთდა - პრეზიდენტის კომენტარი "პირველებთან"

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიდის. ის სახალხო ზეიმს უერთდება. "პირველებთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხალხის დამსახურებაა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ამას ხაზს უსვამენ თავად პარტნიორებიც.

მიხარია, როგორც თითოეულ ქართველს უხარია, რომ ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯით ახლოს ვართ ევროპასთან.
საზოგადოება აგერ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნამდვილად ხალხის დამსახურებაა.
ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხმა გაიგეს, მოისმინეს და ეს არის მთავარი. 
მშვენიერია, ეს არის ევროპა (ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ერთად დგას ქუჩაში),“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე 5 საათზე დაიწყება და იქნება სიტყვით მიმართვებიც. თუმცა უკვე ცნობილია, რომ გამომსვლელთა შორის არ იქნება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე მზაობა გამოხატა, რომ პრემიერის თანხმობის შემთხვევაში, ის შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდა, თუმცა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადგილი თავისუფლების მოედანზე არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები