ლაზარეს მამას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე თვითდაზიანება მიიყენა, ოპერაცია უტარდება
ლაზარეს მამას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე თვითდაზიანება მიიყენა, ოპერაცია უტარდება. ბექა გრიგორიადისმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით დაზიანებები მუცლის არეში მიიყენა.
ახალგაზრდა აქტივისტის მამა დღეს განაჩენის გამოცხადებას ელოდებოდა - საკუთარ ადმინისტრაციულ დარღვევის საქმეზე, თუმცა ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა, ადვოკატის თქმით, მძიმეა.
საქალაქო სასამართლოს მეექვსე სართულზე უკვე რამდენიმე საათია, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.