მე აქ უნდა ვიყო - პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე მივიდა
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საერთოდ არ უფიქრია უნდა მისულიყო თუ არა თავისუფლების მოედანზე, რადგან მისი თქმით, მისი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც მისი ხალხი და ქვეყანა ზეიმობს.
ბევრი კი არა საერთოდ არ მიფიქრია აქ მოსვლაზე, რადგან მე აქ უნდა ვიყო" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს. ყურადღების ცენტრშია თბილისი და თავისუფლების მოედანი. ისტორიის ახალი ფურცლის წერა უკვე დაწყებულია.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებში მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან. ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს, ქუჩიდან ასობით ადამიანიი აღნიშნავს. დღეს დიდი ერთობის დღეა.
ქართველები ევროპას კიდევ ერთხელ უჩვენებენ, რომ მონდომენის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში ყოფნას იმსახურებს.