სცენისკენ მივდივარ, ხომ უნდა ვიყო ახლოს, თუ ვინიცობაა დამიძახეს - პრეზიდენტი

15.12.23 17:43
სცენისკენ მივდივარ, ხომ უნდა ვიყო ახლოს, თუ ვინიცობაა დამიძახეს - პრეზიდენტი

:სცენისკენ მიდიხართ? - დიახ" - პრეზიდენტი სცენასთან მისვლას ცდილობს. პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზეა და სცენაზე ასვლას შეეცდება.

სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე 5 საათზე დაიწყება და იქნება სიტყვით მიმართვებიც. თუმცა უკვე ცნობილია, რომ გამომსვლელთა შორის არ იქნება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე მზაობა გამოხატა, რომ პრემიერის თანხმობის შემთხვევაში, ის შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდა, თუმცა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადგილი თავისუფლების მოედანზე არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები