თუ ვერ გამოვედი, რა გზავნილი უნდა მქონდეს - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ შეიძლება სიტყვის უფლება არ მისცენ

15.12.23 17:44
თუ ვერ გამოვედი, რა გზავნილი უნდა მქონდეს - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ შეიძლება სიტყვის უფლება არ მისცენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დღეს შეიძლება "ოცნებამ" ტრიბუნაზე არ აუშვას და სიტყვის უფლება არ მისცენ.

თუ ვერ გამოვედი, რა გზავნილი უნდა მქონდეს - ამბობს პრეზიდენტი.

ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს. ყურადღების ცენტრშია თბილისი და თავისუფლების მოედანი. ისტორიის ახალი ფურცლის წერა უკვე დაწყებულია.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებში მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან. ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს, ქუჩიდან ასობით ადამიანიი აღნიშნავს.  დღეს დიდი ერთობის დღეა.

ქართველები ევროპას კიდევ ერთხელ უჩვენებენ, რომ მონდომენის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში ყოფნას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები