რატომ არ აძლევენ უფლებას სალომე ზურაბიშვილს სიტყვით მიმართვის - რას ამბობს ვიცე-პრემიერი

15.12.23 17:55
რატომ არ აძლევენ უფლებას სალომე ზურაბიშვილს სიტყვით მიმართვის - რას ამბობს ვიცე-პრემიერი

რატომ არ აძლევენ უფლებას სალომე ზურაბიშვილს, რომ სიტყვით მიმართოს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას - ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს.

ეს გადაწყვეტილება არის თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი და დღევანდელ დღეს გაერთიანებული უნდა ვზეიმობდეთ და ყველანაირი განსხვავებული აზრის მიუხედავად, ადამიანები შეიკრიბნენ ერთი იდეის გარშემო და რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომეც საქართველოს მოქალაქეა და მისასალმებელია თუ უერთდება ამ სახალხო ზეიმს,“ - ამბობს დავითაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე იმყოფება და ცდილობს, რომ სცენას მიუახლოდეს, რადგან თუ დაუძახებენ და უხმობენ სცენაზე, მალე ავიდეს.  

მსგავსი სიახლეები