"ბატონო ირაკლი, რატომ არ უშვებთ პრეზიდენტს სცენაზე?" - პრემიერი მეუღლესთან ერთად თავისუფლების მოედანზე მივიდა

15.12.23 18:00
"ბატონო ირაკლი, რატომ არ უშვებთ პრეზიდენტს სცენაზე?" - პრემიერი მეუღლესთან ერთად თავისუფლების მოედანზე მივიდა

პრემიერი მეუღლესთან ერთად თავისუფლების მოედანზე მივიდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ისე გადაინაცვლა სცენისკენ, რომ არ უპასუხა "პირველების" კითხვას  - რატომ არ აძლევენ პრეზიდენტს სცენაზე ასვლის, ტრიბუნასთან მისვლის და სიტყვით გამოსვლის საშუალებას.

ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობს. ყურადღების ცენტრშია თბილისი და თავისუფლების მოედანი. ისტორიის ახალი ფურცლის წერა უკვე დაწყებულია.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებში მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან. ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს, ქუჩიდან ასობით ადამიანიი აღნიშნავს.  დღეს დიდი ერთობის დღეა.

ქართველები ევროპას კიდევ ერთხელ უჩვენებენ, რომ მონდომენის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში ყოფნას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები