პრეზიდენტი: მომცემენ სიტყვას, ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას - გავივლი ხალხთან
"ჯერ არ ვიცი მბლოკავენ თუ არა, ვარ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი, ამიტომ არ ვკარგავ იმედს. მე ახლა მოვუსმენ პრემიერის და ვინც გამოვა," - ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
"პირველების" კითხვაზე, პრემიერი და ვიცე-პრემიერი არ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ აძლევენ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლებას, პრეზიდენტი ამბობს, რომ იმედს არ კარგავს.
ჯერ არ ვიცი მბლოკავენ თუ არა, ვარ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი, ამიტომ არ ვკარგავ იმედს. როგორ გგონიათ, რომ მე ყველაფერს არ ვკითხულობ და არ ვისმენ? რეაქცია არის, რომ დღეს უნდა ვიზეიმოთ, ვიყოთ ერთად და ამის გამოხატულებაა, რომ აქ ვდგავარ წყნარად. მომცემენ სიტყვას, ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას გავივლი ხალხთან,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.