საქართველოს ევროპულ წარმატებას, ამ ადგილას, 11 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი - კობახიძე
საქართველოს ევროპულ წარმატებას, ამ ადგილას, 11 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ ჩვენ ცალ ფეხზე დავმდგარიყავით. ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა კანიდიდატის სტატუსი. აქ წლის წინ აქ, ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის გამარჯვებას, საქართველოს ევროპულ წარმატებას, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში არის ქართველი ხალხის წარმატება, ეს გამარჯვება არის თითოეული თქვენგანის წარმატება