მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს - კალაძე
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს," - ასე მიმართა თბილისსი მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის გაწეული შრომისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არ უხსენებია პრემიერის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში - არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ჩენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ეს გამარჯვება მოიტანა ქართველი საზოგადოების ყველა თაობამ. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს.
საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზების და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ აფხაზ და ოსს თანამოქალაქეებთან ერთად - ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს მოიტანა დემოგრაფიული გარდატეხა, რომლის გარეშეც რა თქმა უნდა, ეს წარმატება ვერ შედგებოდა. მადლობა საქართველოს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მომსახურეებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი მიიღო. მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის ელჩს, ევროპოელ დილომატებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარ5დაჭერისთვის და მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს ,“ - თქვა კალაძემ.