მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა და ერთად ყოფნა - პრეზიდენტი

15.12.23 18:37
მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა და ერთად ყოფნა - პრეზიდენტი

"მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა და ერთად ყოფნა," - ასე შეაჯამა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი დღე.

ზურაბიშვილის თქმით, მას არ სჭირდება მადლობა მთავრობის მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარის ან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რომლებმაც დღეს სცენიდან მადლობები გადაუხადეს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პრეზიდენტის როლზე არ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი ახლა მოსახლეობას ხვდება და მათ პოზიციებს ისმენს.

მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლითი მადლობები, ამიტომ არც მწყინს, არც მიხარია, მე მიხარია ის, რაც ხდება აქ ხალხში.
ამ სიხარულს ვერავინ ვერ შემიცვლის ვერავინ, კიდევ ერთხელ გილოცავთ,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები