მთავრობა სცენაზე, პრეზიდენტი ხალხთან - მთავარ მოედანზე დღეს მძიმე პოლიტიკური სურათი იყო
საქართველოს კანდიდატის სტატუსს ზეიმობს. უკვე სამი საათია ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ისტორიულ ზეიმს აღნიშნავს. ზეიმის პარალელურად, ქვეყნის მთავარ მოედანზე მძიმე პოლიტიკური სურათი იყო. მთავრობა სცენაზე და ხალხთან მდგომი პრეზიდენტი, რომელიც ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემდნენ. მისი მისვლა "ოცნების" წევრებს არც შეუმჩნევიათ და არც სცენაზე იუწვევიათ.
ის, რაც ვერ გაბედა "ქართულმა ოცნებამ", გააკეთა ევროკავსირის ელჩმა. ღარიბაშვილის და კობახიძის შეცდომები პაველ ჰერჩინსკიმ გაასწორა. დიპლომატმა მილოცვა საქართველოს პრეზიდენტით დაიწყო და მედიით დაასრულა. ეს ოყო გზავნილი ევროპელი დიპლომატისგან, რომ ევროინტეგრაციის პროცესში სალომე ზურაბიშვილს მნიშნელოვანი როლი აქვს.
"ქართული ოცნებისგან" იგნორირებულმა პრესზიდენტმა კი ისე დატოვა მთავარი მოედანი, რომ მას იქ შეკრებილი ხალხისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მისცეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.