მიხეილ სააკაშვილის წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია - სოფო ჯაფარიძე
"მიხეილ სააკაშვილის წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, პუტინის ტყვეობაში მყოფმა სააკაშვილმა საკუთარი მმართველობის პერიოდში დემოკრატიული რეფორმები გაატარა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ევროინტეგრაციას.
როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. 1992 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეუთოში შეიტანა განცხადება გაწევრიანების შესახებ. სწორედ მისმა გატარებულმა პოლიტიკამ დააყენა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მყარად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. და, მე მჯერა, ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ამას აუცილებლად შევძლებთ უკრაინასთან ერთად", - ამბობს ჯაფარიძე.