მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მტრად აცხადებს
„(ზურაბიშვილი) ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, ამ დროს იმსახურებს, ეს ყველაფრით დადასტურდა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სტატუსის არდამსახურება დააბრალო“, - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან აკეთებს. მდინარაძე ამბობს, რომ მტრად პრეზიდენტს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აცხადებს.
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მტრად აცხადებს. კითხვაზე კი, თუ რატომ არ მიეცა მას საშუალება, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოსახლეობისთვის მიემართა სალომე ზურაბიშვილს, ამას მამუკა მდინარაძე "თემის გადატანის მცდელობად" აფასებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადაუხადეს მადლობა მთავრობის მეთაურმა ან პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა სალომე ზურაბიშვილს და რატომ იყო ერთადერტი ევროკავშირის ელჩი, ვინც სალომე ზურაბიშვილის წვლილი ახსენა, ამაზე მდინარაძე ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკის მხრიდან პრეზიდენტის ხსენება მხოლოდ და მხოლოდ პროტოკოლის გამო მოხდა.
სალომე ზურაბიშვილის გარდა ის საქართველოს მტრად მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილსაც - "ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის საქართველოს მტერია, პირდაპირ გეუბნებით".
ის ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, ამ დროს იმსახურებს, ეს ყველაფრით დადასტურდა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სტატუსის არდამსახურება დააბრალო. ეს არის მარტივი ამბავი. ყველას გილოცავთ. ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ. ქალი, რომელიც იწოდება საქართველოს პრეზიდენტად, ფორმალურად ამ სტატუსს ინარჩუნებს, ამბობს, რომ არც შარშან და არც წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, თქვენი მხრიდან, თუ თემის გადატანის მცდელობაა, ეგ ცუდი ამბავია, ჩემი აზრით. ამის მიუხედავად გილოცავთ ყველას, - განაცხადა მამუკამ მდინარაძემ.