ზურაბიშვილის ადგილი ამ ღონისძიებაზე არ იყო, რადგან ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო - კობახიძე

15.12.23 19:31
ზურაბიშვილის ადგილი ამ ღონისძიებაზე არ იყო, რადგან ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო - კობახიძე

კითხვაზე, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება, კობახიძე პასუხობს, რომ "ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, აქედან გამომდინარე მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე არ იყო".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპელ მეგობრებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

ყველას ვულოცავ კანდიდატის სტატუსს. ხალხში ხედავთ როგორი განწყობაა - საზეიმო განწყობა. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან სერიოზულო საფუძველი, ჩვენი ვიბრძოლეთ ქვეყნის წინსვლისთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მადლობა ყველას, ვინც ამაში წვრილი შეიტანა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს ევროკავშირის ელჩს ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტყვა, მადლობა პირადად მას და ყველა ევროპელ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები