იქამდე მივიდა საქმე, რომ თქვენი შუამდგომლობა სჭირდება ზურაბიშვილს აქ დასასწრებად, ძალიან სამწუხაროა - რას ამბობენ "ოცნებაში"
"იქამდე მივიდა საქმე, რომ თქვენი შუამდგომლობა სჭირდება სალომე ზურაბიშვილს აქ დასასწრებად, ძალიან სამწუხაროა" - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "პირველებთან" გააკეთა.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა მმართველმა პარტიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას დაუმტკიცეს, რომ "ოცნება" ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას.
ყველა აქ იყო, ვინც ქვეყნის ინტერესების გარშემო ამ წლების განმავლობაში იშრომა და დაუმტკიცა ამ საზოგადოებას, რომ ისინი საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე იყვნენ. იქამდე მივიდა საქმე, რომ თქვენი შუამდგომლობა სჭირდება აქ დასასწრებად, ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა თალაკვაძემ.
მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის ინტერესებს არ იცავს. ირაკლი ზარქუას თქმით, ზურაბიშვილის მიერ "ვიწრო წრეში წვეულების გამართვა იმის დემონსტრირებაა, რომ ის საზოგადოებასთან არ დგას".
ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია ხალხთან არ არის და ამის დემონსტრირება იყო დღესაც, როდესაც ცალკე, ვიწრო წრეში წვეულებას მართავს. აქ არავის დაუშლია. თუმცა იმას ვისაც უნდოდა მიმართვა, ჰქონდა შესაძლებლობა, ამობრძანდნენ და თქვეს. მას ვინ დაუშლიდა, თუ ამისი სურვილი ექნებოდა", - განაცხადა ზარქუამ.