რატომ არ აუშვით სცენაზე პრეზიდენტი? - პრემიერისა და მინისტრების პასუხები "პირველებთან"

15.12.23 20:12
რატომ არ აუშვით სცენაზე პრეზიდენტი? - პრემიერისა და მინისტრების პასუხები "პირველებთან"

 

 

 

რატომ არ აუშვით სცენაზე პრეზიდენტი? - ამ კითხვაზე „პირველებმა“ პასუხის მიღება სცადა პრემიერისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან, შს მინისტრისგან, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებისგან.

თუმცა, მინისტრთა კაბინეტის წევრების დიდი ნაწილი პასუხის გაცემას თავს არიდებს, ან ამბობს, რომ სცენაზე გამომსვლელთა ვინაობის განსაზღვრა მათ არ ეხებოდათ.
პრემიერმა კი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ვერ გეტყვით ვერაფერს, არ ვიცი. დავასრულოთ, მადლობა, გილოცავთ,“ - ასეთი პასუხი აქვს კითხვებზე საგარეო საქმეთა მინისტრს.

ეგ არ ვიცი, მე სცენაზე არ ვყოფილვარ,“ - ამბობს ვახტანგ გომელაური.

არც მე არ გამოვსულვარ სიტყვით და არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოსულა სიტყვით, ამ პროცესში საგარეო საქმეთა მინისტრიც მნიშვნელოვანია, ყველა ხომ არ გამოვა სიტყვით,“ - თქვა თავდაცვის მინისტრმა. 

არ ვიცი პროტოკოლური საკითხები,“ - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები