ნომერი არ შემიცვლია და პრეზიდენტ პუტინს თუ სერიოზული წინადადებები აქვს, საფრანგეთი ძალისხმევას არ დაიშურებს შედეგის მისაღწევად - მაკრონი
"ნომერი არ შემიცვლია და პრეზიდენტ პუტინს თუ სერიოზული წინადადებები აქვს, საფრანგეთი ძალისხმევას არ დაიშურებს შედეგის მისაღწევად", – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროკავშირის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის საკითხზე დიალოგში დაბრუნების შემთხვევაში, საფრანგეთი პროცესს დაეხმარება.
მე არ ვიყავი ის, ვინც ცალმხრივად დაიწყო ომი ხელშეკრულებების დარღვევით. საფრანგეთი არ ყოფილა, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინის ჩრდილოეთში სამხედრო დანაშაულების ჩადენა, რის გამოც დისკუსიები თითქმის შეუძლებელი გახდა. სერიოზულად. ჩემთვის ეს მარტივია. ნომერი არ შემიცვლია და თუ პრეზიდენტ პუტინს სერიოზული წინადადებები აქვს, სურვილი, ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, რომელიც საშუალებას იძლევა, ავაშენოთ მშვიდობა საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, საფრანგეთი ყოველთვის იქნება ძალა, რომელიც დაეხმარება და არ შეაკავებს ძალისხმევას შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.