ევროკავშირი, როგორც მშვიდობის და კეთილდღეობის მთავარი გარანტი - რას ფიქრობს ხალხი?
ზეიმი, რომელიც ქართველი ხალხის მონაპოვარია - სწორედ საქართველოს მოქალაქეების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა ის შედეგი, რომელსაც ქვეყანა დღეს ზეიმობს, სწორედ ამიტომ იქცა ქალი ევროკავშირის დროშით ბრძოლის სიმბოლოდ.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი დღეს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობდა. მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სამართლიანობა - ეს არის იმ ადამიანების მოლოდინი, რომელიც ქვეყნის მომავალს სწორედ დიდ ევროპულ ოჯახში ხედავს.
რას ფიქრობს ხალხი ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.