რა უნდა გააკეთოს საქართველომ სტატუსის მიღების შემდეგ? - რეკომენდაციები ბრიუსელიდან
რა გვითხრეს ბრიუსელიდან და რას ნიშნავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი? ეს არის ერთი და ძალიან დიდი ნაბიჯით დაახლოება ევროპასთან, თუმცა ამავდროულად, დიდი ვალებულებაც საქართველოს ხელისუფლებისთვის. სტატუსს თან მოჰყვება 9 პირობაც, როლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოსთან უკვე გაწევრიანებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, წამზომი ჩაურთო. "ხვალიდან საქმეებს უნდა შევუდგეთ" -ას ეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილი.
ისტორიული სამიტის მეორე დღეს რვოპული ელიტა გაფართოებას ზეიმობს. კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ საქართველოს და ქართველ ხალხს, რადგან ყველამ იცის, რომ ეს წარმატება სწორედ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა.
ჩვენს ქვეყანას მიღწეული შედეგი მიულოცა ვიქტორ ორბანმაც, ისტორიული პროცესის ერთადერთმა ანტიგმირმა. უნგრეთის პრეზიდენტს დღეს კითხვები ექსკლუზიურად მხოლოდ "პირველებმა" და ინა ცარციძემ დაუსვა. გაირკვა, რომ თამაშგარეთ დატოვებული ორბანი დანებებას არ აპირებს, თუმცა არც ევროკავშირი გეგმავს მისი ახირებების დაკმაყოფილებას.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.