იმიტირებული ზეიმი თუ გულწრფელი სიხარული? - დასავლეთის მაგინებელი დეპუტატები დღეს ზეიმის წინა ხაზზე იდგნენ

15.12.23 20:55
იმიტირებული ზეიმი თუ გულწრფელი სიხარული? - დასავლეთის მაგინებელი დეპუტატები დღეს ზეიმის წინა ხაზზე იდგნენ

 

 

იმიტირებული ზეიმი თუ გულწრფელი სიხარული? ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საქართელოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რუსული კანონის ავტორი დეპუტატები ზეიმობდნენ. "ხალხის ძალის" დამფუძნებლები, რომელტა ღის წესრიგიც დასავლეთის გინებით იწყება და მთავრდება, დღეს ზეიმის წინა ხაზზე იდგნენ. მსვლელობას ჩიტაძის ქუჩიდან ტავისუფლების მოედნამდე სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ეკა სეფაშვილი მიუძღვებოდნენ.

თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ დილით, პარლამენტის შენობიდან დაიწყო. გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის დროშით გამოჩნდა, მედიას ინგლისურად მიესალმა და შემდეგ ისევ ინგლისურადმოგვილოცაკანდიდატის სტატუსიხ მიღება. ამ თითქოს საზეიმო განწყობის მიღმა კი რა იმალბეოდა, მალევე გაირკვა. ერთი დღეს ვერ მოითმინეს და ამ ისტორიულ მომენტში მაინც არ დავიწყებიათ პრეზიდენტი, რომელიც ისევ ლანძღეს და არ დავიწყებიათ ოპოზიცია,რომლისთვისაც ევროკავშირის ერთი აგტრიბუტიკაც ვერ გაიმეტეს. დერეფნებში დაწყებული ზეიმი სხდომათა დარბაზში პოლარიზაციის კიდევ ერთი მცდელობით დასრულდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები